არწივის ხეობა

კახეთი, დედოფლისწყარობუნებაეროვნული პარკიხეობა

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

არწივის ხეობა – ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში , დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 0.5 კმ, ზღვის დონიდან 762 მეტრზე, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

არწივის ხეობის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე (V ს.).

ხეობა გამოირჩევა ლამაზი ლანდშაპტით. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის.

კანიონი კლდოვან ფერდობებზე შესაძლებელია იშვიათი/გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსად გვხვდება.

წყარო: georgiantravelguide.com

ყველა პარკი