საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის , ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. მისი საერთო ფართობი 107 083 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში .
ეროვნული პარკების სისტემის შექმნა მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დაცვა და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები , საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების , კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებით სარგებლობა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკები:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრები:
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი