ილტოს ეროვნული პარკი

კახეთი, ახმეტააღკვეთილი

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ილტოს ეროვნული პარკი - მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს, რომელიც ვრცელდება ზ.დ. 900-2000 მეტრამდე. ვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაწარის ნაკრძალი, დასავლეთით თიანეთის ტყეებს, სამხრეთით ახმეტის სატყეო მეურნეობის ტყეები, ხოლო ჩრდილოეთით ალპური ზონა.

ილტოს ეროვნული პარკი 2003 წლის 22 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანია წიფლის ტყეებისა და ძვირფასი ჯიშების: უთხოვრის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა . მსხვილი ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: შველი, არჩვი, დათვი და ღორი. მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან: მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა და სხვა. ალპურ ზონაში მრავლად არიან იშვიათი და ლეშიჭამია ფრინველები : ორბი, სვავი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვა.

წყარო: georgiantravelguide.com

ყველა პარკი