იორის ეროვნული პარკი

კახეთი, სიღნაღიაღკვეთილი

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

იორის ( ივრის ) ეროვნული პარკი — მდებარეობს კახეთში , სიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ეროვნული პარკის ტყეები განლაგებულია მდინარე იორის ხეობაში. იგი ყორუღის ეროვნული პარკის სამხრეთ საზღვართან გამავალ სარწყავ არხთან და დალის მთის წყალსაცავთან ჭაჭუნას ჩრდილოეთ საზღვართან მთავრდება. პარკის ტერიტორიას ორივე მხრიდან სიღნაღის რაიონის მიწის ფონდის სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ძირითადად - საძოვრები ესაზღვრება.

იორის ეროვნულ პარკში დაცულია მდინარე ივრის პირას მდებარე ჭალის ტყე. გავრცელებულია ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, იალღუნი, ბერწყენა, საკმლის ხე, ღვია, წალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვ. ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება გარეული ღორი, მგელი, წავი, ლელიანის კატა და სხვა. ფინველებიდან — ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ფასკუნჯი, ორბი, ტყის ბუ, ჩეულებრივი კირკიტა. ქვეწარმავლებიდან — ხმელთაშუაზღვისპირული კუ, გიურზა.

წყარო: georgiantravelguide.com

ყველა პარკი