საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
მადათაფას ეროვნული პარკი - მდებარეობს ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მოიცავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 320 ჰექტარს. დაარსდა 2011 წელს. აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია.
ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება. აქ ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები გვხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სუბალპური ტყე, სადაც თეთრი არყი, კავკასიური ცირცელი, ჩიტაკომშა და ასკილისა და ჟოლოს ბუჩქნარისგან შედგება, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე კარწახის ტბის მიდამოებშია.
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი