საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ყაზბეგის ეროვნული პარკი - მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მცხეთა - მთიანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში . ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 9030 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეს კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველისათვის მშობლიური მიდამოებია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მეტრზეა.
ყაზბეგის ეროვნული პარკში ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ალპინისტური ობიექტი, რომლებიც სირთულით და სილამაზითაა ცნობილი, აღსანიშნავია საქართველოს სავიზიტო ბარათი - გერგეტის სამება . რეგიონი ასევე მდიდარია ისტორიული საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლით, რომელთა შორისაა ადრე და შუა საუკუნეების არაერთი ეკლესია , ციხე-კოშკები, ნასოფლარები და სხვ. განუმეორებელია ადგილობრივ მცხოვრებთა ადათ-წესები და ყოფა-ცხოვრების ტრადიციები.
ყაზბეგის ეროვნულ პარკში მოსანახულებელი ობიექტებია:
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი